პროექტი



„ლოკომოტივი“

წლიდან-წლამდე სულ უფრო მეტად იკვეთება, რომ სასწავლო პროცესში მეტი ყურადღება ეთმობა ფაქტობრივ ცოდნას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება მოსწავლეთა მცირე ნაწილისთვისაა შესაძლებელი, მოსწავლეთა უმეტესობისთვის სწავლა-სწავლების პროცესი უინტერესო, მხოლოდ ფაქტების დასწავლა ანალიზის გვერდის ავლით არაპროდუქტიულია. მასწავლებელთა უმეტესობა არ ან ვერ იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში, ეს მაშინ როდესაც მოსწავლეთათვის ციფრული ტექნოლოგიები ცხოვრების ნაწილად იქცა, ოღონდ ისეთ ნაწილად რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს მათთვის, ვიდრე სარგებელი. შესაძლებელია  ის რაც სასიამოვნოა, ამავდროულად გახდეს სასარგებლოც.

პროექტის  აღწერა


მიზანი:
მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების განვითარება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ინდიკატორი:
მოსწავლეები შექმნიან ინოვაციურ პროდუქტს (გაკვეთილი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით)

საწყისი მდგომარეობა:
ციფრული ტექნოლოგიების კუთხით მოსწავლეებს აქვთ ცოდნა, შეუძლიათ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად, ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, თამაშებისთვის.

სამიზნე მდგომაროება:
სასწავლო პროცესში შესაბამისი ტექსტების მოძიება, პროგრამული დამუშავება, ტექსტური შეტყობინების დახვეწა და გამოყენება ეფექტური კომუნიკაციისთვის, სხვადასხვა პროგრამების გამოყენება სასწავლო მიზნებით და ციფრული პროდუქტის შექმნა.

პროექტის ამოცანები: 

ამოცანა
1
კვლევის ჩატარება და შედეგების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმის შედგენა.
2
თანამშრომლობითი გარემოს ხელშეწყობა და მუშაობის გუნდურობის უზრუნველყოფა.
3
პროექტის ინტელექტუალური და ტექნიკური მხარდაჭერა.
4
ციფრული რესურსების დამზადება. გაკვეთილების დაგეგმვა.
5
პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფა.

პროექტის განხორციელების გზები:

ამოცანა
განხორციელების გზა
1
კვლევის მომზადება და ჩატარება (კითხვარები, ინტერვიუ პირისპირ მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წევრთა, კვლევის შედეგების ანალიზი) რესურსი - Digital technologies for teaching and learning.
ქეთევან ჩოქური, ელისაბედ წერეთელი, თამილა დეკანოსიძე
2
შეხვედრები საგნის მასწავლებლებსა და ტუტორებს შორის, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა, ბენეფიაციარი კლასების მიერ განხორციელებული პროექტების და მათი ინტერესთა სფეროების  კვლევა, გაკვეთილებზე დაკვირვებით, ინტერვიუებით და სკოლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
3
ოთახების გამოყოფა, თითო სართულზე თითო ოთახი, (გარდა IT ლაბორატორატორიისა) რომლებიც იქნება პროექტორით, კომპიუტერით, ეკრანით ინტერნეტითა და სხვა ტექნიკური რესურსით.
საინფორმაციო მენეჯერი - სოფიო კვიტაიშვილი, მატერიალურ-ტექნიკური მენეჯერი - ელვარდ სამნიაშვილი.
4
გაკვეთილის ჩატარება შექმნილი ციფრული რესურსების გამოყენებით. გადაღება და სკოლის გვერდზე გამოქვეყნება. უკუკავშირი ტუტორებსა და მასწავლებლებს შორის.
5
უკუკავშირში გაწერილი რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარებული გაკვეთილების მოდელირება. საუკეთესოების გამოვლენა და პარალელურ კლასებში ჩატარება.

პროექტის განხორციელების დრო:

პროექტის პილოტეირება განხორციელდება საბაზო საფეხურის VII - VIII კლასებში, 2019 წლის აპრილიდან (01.04.19) - სასწავლო წლის ბოლომდე (14.06.19).
პროექტის მეორე, ძირითადი ეტაპი დაიწყება 2019-2020 სასწავლო წლიდან და გაგრძელდება მუდმივი განახლების რეჟიმში, როგორც სასკოლო კულტურის შემადგენელი ნაწილი.


პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები:

რისკი
რისკის შემცირების სტრატეგია
უფროსკლასელების დაბალი მოტივაცია ან/და დროის ფაქტორი
წახალისების სხვადასხვა სტრატეგიები.
ტუტორებს პროექტში მონაწილეობა შეუფასდებათ როგორც შემაჯამებელი სამუშაო.

No comments:

Post a Comment